воскресенье, 24 января 2021 г.

სუნთქვის ორგანოები

 

სუნთქვის ორგანოები

სუნქთვის დანიშნულებაა გაზთა ცვლა და ენერგიის გათავისუფლება.

სუნთქვის სისტემა იწყება ცხვირის ღრუთი. ნესტოები ამოფენილი ლორწოვანი და წამწამოვანი ეპითელუმით, აქ ხდება ჰაერის გათბობა, გაწმენდა, გაუნებელყოფა. ცხვირის ღრუდან ჰაერი გადადის ცხვირ-ხახაში, შემდეგ ხორხში.ხორხი შედგება 3 წყვილი და 3 კენტი ხრტილისგან, რომელთა შორის ყველაზე დიდი ფარისებრი ხრტილია, რომელზეც ფარისებრი ჯირკვალია მოთავსებული.ხრტილებს შორის ადგილს ყია ეწოდება. ხრტილებს შორის მოთავსებულია სახმო იოგები, აქ იწყება ბგერის წარმოქმნა (ბგერა საბოოლოოდ ჩამოყალიბდება პირის ღრუში), შემდეგ ჰაერი გადადის ტრაქეაში ანუ სასულეში. ტრაქეას სიგრძე 12 სმ-ია, იგი შედგება 16-20 ნახევარრკალოვანი ხრტილისგან.

სასულეში ხდება აგრეთვე ჰაერის გათბობა, გაწმენდა, გაუნებელყოფა. ტრაქეა ორ ბრონქად იყოფა და შედის ფილტვებში. ფილტვებში იტოტება წვრილ ბრონქიოლებად, როდესაც მისი დიამეტრი ძალიან მცირეა, ბოლოვდება ალვეოლით, ბუშტუკებით (ალვეოლებში ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლია). ფილტვის ელემენტარულ ერთეულს წარმოადგენს აცინოზი. იგი შედგება სასუნთქი ბრონქიოლისგან, ალვიოლისგან და კაპილარისგან. მარჯვენა ფილტვი 3 წილისგან, მარცხენა – 2-ისგან შედგება. დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით – პლევრით. ფილტსა და პლევრს შორის სივრცეს პლევრალური ნაპრალი ეწოდება.

სასუნთქი ორგანოების დაავადებები ერთ-ერთი მოწინავეა მოსახლეობის შრომის უნარის დაქვეითებისა და ინვალიდიზაციის თვალსაზრისით.

სასუნთქი სისტემის ორგანოების დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის ზოგადი პრინციპები მოიცავს:

  • ფილტვებში შეუქცევადი ცვლილებების სტაბილიზაციას;
  • გარეგანი სუნთქვისა და გულსისხლძარღვთა სისტემის აღდგენასა და ფუნქციის გაუმჯობესებას;
  • ფსიქოლოგიური სტატუსისა და შრომის უნარის აღდგენას.

ამ ამოცანათა რეალიზაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ნოზოლოგიის ფორმის,

თავისებურების და დაავადების მიმდინარეობის ხასიათის, პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების, სასუნთქი სისტემის დაზიანების ხარისხისა და ფორმის გათვალისწინებით.
სასუნთქი სისტემის ორგანოების უმრავლესი დაავადებებისას რეაბილიტაციის კონკრეტულ ამოცანად შეიძლება განვიხილოთ:

  • ანთების კერის ლიკვიდაცია;
  • ბრონქული გამავლობის გაუმჯობესება;
  • ფილტვების ვენტილაციის გაზრდა;
  • ალვეოლურ ვენტილაციასა და ფილტვის სისხლის მიმოქცევას შორის შეუსაბამობის აღმოფხვრა;
  • ფილტვის სადრენაჟო ფუნქციის გაუმჯობესება;
  • სასუნთქი კუნთების მუშაობის

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს სუნთქვის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა და ფილტვების ტუბერკულოზი, რადგანაც მკურნალობის შემდეგ გამოჯანმრთელების პროცესი ნელა მიმდინარეობს, ზოგჯერ ახლავს პათოლოგიური გართულებები და ყოველთვის არ იძლევა განკურნების მყარ ეფექტს. ამ რთულ, ოპერაციის შემდგომ შემთხვევებში აუცილებელია ფიზიოთერაპიული ღონისძიებების კომპლექსი და აპარატული რეაბილიტაცია.
სასუნთქი სისტემის ორგანოების რეაბილიტაცია დაავადების ან ქირურგიული ჩარევის შემდეგ, ხასიათის მიხედვით, რამდენიმე სახის პროცედურას მოიცავს:

  • სამკურნალო (კლინიკური მედიკამენტური ან ქირურგიული) რეაბილიტაცია – აღდგენითი პროცედურების კომპლექსი, რომელმაც სრულად უნდა მოახდინოს სასუნთქი ორგანოების პათოლოგიური დარღვევების სრული ლიკვიდაცია ან სტაბილიზაცია, იმუნიტეტის ამაღლება.
  • ფუნქციური (ფიზიკური) რეაბილიტაცია – ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა, კურორტული მკურნალობა, ფილტვის კიბოს რეაბილიტაცია – რადიოთერაპია და ქიმიოთერაპია.
  • ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია – ღონისძიებების კომპლექსი, გამოჯანმრთელებული ავადმყოფის ემოციურ-ფსიქიკური მდგომარეობის სტაბილიზაცია, სტრესული სიტუაციის გამორიცხვა და ა.შ.
  • პროფესიულ-სოციალური რეაბილიტაცია – შრომის უნარის აღდგენა და გამოჯანმრთელებული ადამიანის სრულფასოვანი კონტაქტი საზოგადოებასთან.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий