ტაქიკარდია
ტაქიკარდია გულის რითმის დარღვევაა და გულისხმობს გულის შეკუმშვათა გახშირებას ნორმაზე მეტად. ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს მოსვენებისას გული წუთში 60-100-ჯერ უნდა უცემდეს. ტაქიკარდია შეიძლება იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური. ფიზიოლოგიურიტაქიკარდია შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში, შინაგანი და გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად.
ფიზიოლოგიური ტაქიკარდიის განვითარების გამომწვევია:
- ფიზიკური დატვირთვა
- სტრესული გარემო
- ემოციური ფონი (დადებითიც და უარყოფითიც)
- სხეულის ან გარემოს ტემპერატურის მატება
- სიმაღლეზე ასვლა
- ენერგეტიკული სასმელები, ჭარბი რაოდენობით ყავა, ჩაი, ალკოჰოლი
პათოლოგიური ტაქიკარდია შესაძლოა გამოვლინდეს ზემოთ აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედების გარეშეც და მიუთითებდეს გულ-სისხლძარღვთა (იშემია, მიოკარდიტი, გულის სარქვლოვანი დაავადებები) ან სხვა ორგანოთა სისტემის დაავადებებზე (ანემია, ინფექციური დაავადებები, ფარისებური ჯირკვლის პათოლოგიები).
ტაქიკარდიის ზოგადი სიმპტომებია
- გულისცემის გახშირება, ბიძგები, სწრაფი პულსაცია
- მხედველობის დაბინდვა
- თავბრუსხვევა
- გულის ფრიალი
- გონების დაკარგვა
- გულის წასვლის გრძნობა
- მკერდის არეში ტკივილის შეგრძნება
გაითვალისწინეთ
შესაძლოა, ტაქიკარდიის ნიშნები არ იყოს თვალსაჩინო და ის აღმოგაჩნდეთ გამოკვლევისა და ელექტროკარდიოგრამის გადაღების დროს.
ზოგ შემთხვევაში ტაქიკარდია არ იწვევს გართულებებს, ზოგჯერ კი შეიძლება ხელი შეუშალოს გულის სრულყოფილ, სტაბილურ მუშაობას, რაც ზრდის ინსულტის ან გულის გაჩერების რისკს
ტაქიკარდიის დიაგნოსტირება და მკურნალობა
ექიმთან დროული ვიზიტი დაგეხმარებათ გამოიკვლიოთ ტაქიკარდიის გამომწვევი მიზეზი. არსებობს მკურნალობის მედიკამენტური და ოპერაციული მეთოდები, რომლის შერჩევა ხდება ექიმის გადაწყვეტილებით.
პროფილაქტიკა
- იკვებეთ ჯანსაღად
- შეამცირეთ/ უარი თქვით თამბაქოზე, ენერგეტიკულ სასმელებზე, ალკოჰოლზე, ყავაზე
- დააბალანსეთ სამუშაო და განტვირთვის საათები
- დაიწყეთ ფიზიკური აქტივობა, მსუბუქი ვარჯიში, სეირნობა
ზაფხულის პერიოდში კი მაღალი ტემპერატურის ზეგავლენისგან დასაცავად
- მოერიდეთ 12:00–16:00 საათამდე გარეთ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნას
- შეიმოსეთ ბუნებრივი ქსოვილის, გრილი, ღია ფერის ტანსაცმლით
- თუ გიწევთ მზეზე ყოფნა/მუშაობა შეისვენეთ 15 წუთით ყოველ 30-40 წუთში ერთხელ
- მეცნიერები ამბობენ, რომ ტაქიკარდიის შეჩერება სულ ერთ წუთშია შესაძლებელი. მათი თქმით, ამაში ორი მარტივი სავარჯიშო დაგვეხმარება.
- პირველი სავარჯიშო
- ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ადამიანის გულისცემა ნელდება. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ავავსოთ თასი ცივი წყლით, შევიკავოთ სუნთქვა და რამდენიმე წამით სახე ცივ წყალში ჩავყოთ.
- ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის დროს ადამიანის გულისცემა ნელდება. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, ავავსოთ თასი ცივი წყლით, შევიკავოთ სუნთქვა და რამდენიმე წამით სახე ცივ წყალში ჩავყოთ.
- გაითვალისწინეთ:მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს სავარჯიშოები არ შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც ტაქიკარდიას თან ახლავს ძლიერი ტკივილი მკერდში ან ჰაერის მწვავე უკმარისობა.
ვალსალვას მანევრი — ამოსუნთქვის მცდელობა ცხვირისა და პირის ჰაერგამტარი გზების დროებით გადაკეტვისას. ესაა მე-17 საუკუნის იტალიელი ექიმისა და ანატომის ანტონიო მარია ვალსალვას მიერ შემუშავებული მეთოდი.
მეცნიერები გვირჩევენ ჩავისუნთქოთ ღრმად, დავძაბოთ მუცლის კუნთები, ცერა და საჩვენებელი თითები მოვიჭიროთ ცხვირზე, დავხუროთ პირი და დავხუჭოთ თვალები. შემდეგ დახურული პირითა და ცხვირით ვცადოთ ამოსუნთქვა, თან უნდა განვაგრძოთ მუცლის პრესის დაჭიმვა.
გაითვალისწინეთ: მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს სავარჯიშოები არ შეიძლება გამოვიყენოთ, როდესაც ტაქიკარდიას თან ახლავს ძლიერი ტკივილი მკერდში ან ჰაერის მწვავე უკმარისობა.
Комментариев нет:
Отправить комментарий