ვარჯიში და ფილტვები
ფილტვისთვის სასარგებლო რამდენიმე მარტივი ვარჯიში
მოგეხსენებათ, ვარჯიში სასარგებლოა ორგანიზმისთვის. თუმცა, როცა ფიზიკურ აქტივობაზე საუბრობენ, როგორც წესი, ძირითადი აქცენტი წელის გარშემოწერილობაზე, გუნება-განწყობილების გაუმჯობესებაზე, გულის ფუნქციონირების გაძლიერებასა და წონის კლებაზე კეთდება – სინამდვილეში ვარჯიში ეხმარება ფილტვებსაც და უფრო მეტიც აუცილებელიც კია ამ ორგანოსთვის.
ვარჯიში და ფილტვები
ფიზიკური აქტივობის დროს გული და ფილტვები კუნთებში დამატებით ჟანგბადს გზავნის.
ცნობილია, რომ ვარჯიშის დროს კუნთი ძლიერდება და ფიზიკურ აქტივობასსწორედ ასეთივე ეფექტი აქვს ფილტვზეც.
სასურველია, კვირაში 5 დღის განმავლობაში 30 წუთით დაკავდეთ ზომიერი ვარჯიშით და თუნდაც ნახევარი საათით ფეხით ან ველოსიპედით ისეირნოთ, ბაღში იმუშაოთ, სახლი დაალაგოთ და სხვა.
აერობიკა და კუნთის გამაძლიერებელი ვარჯიშები განსაკუთრებით ეფექტურია ფილტვებისთვის.
სუნთქვითი ვარჯიშები და ფილტვი
სუნთქვითი ვარჯიში აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, სასარგებლოა იმუნიტეტისთვის, მშვიდი ძილისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, გუნება-განწყობილებისთვის, არეგულირებს არტერიულ წნევას, გამშვიდებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეკომენდებულია სასუნთქი სისტემისთვის.
ფილტვების ბრიტანული ფონდის რეკომენდაციის თანახმად,ღრმად სუნთქვას ფილტვიდან ლორწოს მოშორება შეუძლია (პნევმონიის გადატანის შემდეგ).ამისთვის საჭიროა ადამიანმა ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს (ვარჯიში უნდა შესრულდეს მინიმუმ ხუთჯერ).
არსებობს სუნთქვითი ვარჯიშის ბევრი ფორმა და წარმოგიდგენთ რამდენიმეს.
სუნთქვითი ვარჯიში N1
როცა კომფორტულად მოთავსდებით ცხვირით ღრმად, ნელა ჩაისუნთქეთ და შემდეგ ოდნავ მოკუმული ტუჩებიდან ამოისუნთქეთ.
ვარჯიში N2
კომფორტულად მოთავსდით, მოდუნდით,ხელი მუცელზე დაიდეთ და ცხვირით ნელაჩაისუნთქეთ (შეიგრძენით ჰაერით ავსებისას, ჩასუნთქვისას თუ როგორ აიწევს მუცელი მაღლა და ამოსუნთქვისას ისევდაბლა დაიწევს) – პირით ამოისუნთქეთ.
დამატებითი რეკომენდაცია
გახსოვდეთ, ფილტვის დაავადებების მთავარი გამომწვევი მიზეზი თამბაქოს კვამლია, შესაბამისად, მოწევა უნდა შეწყვიტოთ.
აუცილებელია მიიღოთ რეკომენდებული დოზით წყალი.
ნებისმიერი დისკომფორტი, რომელიც კი ფილტვთან ასოცირდება, საყურადღებოა! მაგალითად, თუ გრძნობთ ტკივილს სუნთქვის დროს, ყოველდღიური აქტივობისას უჩივით სუნთქვის უკმარისობას (ჰაერის უკმარისობა)ან ხველამ არ გაგიარათ, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
სიმღერა და ფილტვი
სიმღერას შეგვიძლია ვუწოდოთ ფიზიკური აქტივობის ერთ-ერთი ფორმა, რომლის მეშვეობითაც ფილტვი ნამდვილად ვარჯიშობს.
სიმღერის დროს ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის პროცესი აქტიურდება, დიაფრაგმა მუშაობს. როცა მღერით ამოსუნთქვის დრო უფრო ხანგრძლივდება და რაც მთავარია სწორად სუნთქვასთან ერთად სიამოვნებასაც განიცდით, რაც თავისთავად დამატებითი ბონუსია კარგი განწყობისთვის.
სიმღერა ავარჯიშებს ფილტვებს და ორგანიზმშიბუნებრივი გზით გამოიმუშავებს ბედნიერების ჰორმონებს.
რამდენიმე წლის წინ საინტერესო ექსპერიმენტი ჩატარდა. მეცნიერებმა კვლევაში ჩართეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პირები. ექსპერიმენტის დროს კვლევის ავტორებმა შენიშნეს, რომ სიმღერის მეშვეობით, პაციენტები უფრო ღრმად სუნთქავდნენ, ჩასუნთქვისას არ შფოთავდნენ და ადეკვატური მკურნალობის კურსის პარალელურად დაავადებისთვის დამახასიათებელი ბევრი სიმპტომი გაუმჯობესდა.
პაციენტები აღნიშნავდნენ, რომ სიმღერის დროს თავს უკეთ გრძნობდნენ და აღარ ეშინოდათ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მონაწილეს ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთან ერთად თანმხლევი ფსიქოლოგიური დარღვევაც აღენიშნებოდა. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სიმღერით გამოწვეული დადებითი განწყობის და განტვირთვის ფონზე მნიშვნელოვნად დაქვეითდა შფოთვისა და დეპრესიის დონე.
ბუშტის გაბერვა და ფილტვი
სასუნთქი სისტემის სავარჯიშოერთ-ერთი მარტივი და ეფექტური მეთოდი ბუშტის გაბერვაა.
ბუშტის გაბერვის დროს ფიზიკურად იტვირთება ნეკნთაშორისი კუნთები, ორგანიზმი ჟანგბადით მარაგდება. ჟანგბადი აღადგენს ენერგიას უჯრედებისა და კუნთებისთვის. ბუშტის გაბერვის დროს ფიზიკურად აქტივობს, შესაბამისად, ძლიერდება რესპირატორული სისტემის კუნთები.
Комментариев нет:
Отправить комментарий